ᲓᲘᲐᲮ, ᲥᲐᲓᲐᲒᲔᲑᲐ ᲜᲐᲛᲓᲕᲘᲚᲐᲓ ᲪᲕᲚᲘᲡ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲡ

Updated: Sep 28, 2021

ᲛᲐᲘᲙ ᲑᲣᲚᲛᲝᲠᲘ

თუ გარკვეული დროის მანძილზე პასტორად მსახურობთ, ალბათ საკუთარი თავისთვის დაგისვამთ შემდეგი კითხვა: სინამდვილეში რამდენად ეფექტურია ჩემი ქადაგება? რამდენად ვაღწევ დასახულ მიზანს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რამდენიმე განსხვავებულ საფუძველზეა შესაძლებელი. 1) მას შეიძლება ვუპასუხოთ ისტორიულ საფუძველზე, ხაზი გავუსვათ ქადაგების დიდ გავლენას ეკლესიის ისტორიის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ეპოქაში, აღსანიშნავია ეკლესიის დაარსების პერიოდი საქმეების წიგნში. 2) მას შეიძლება ვუპასუხოთ პერსონალურ საფუძველზე სხვადასხვა კრებითი ისტორიის მეშვეობით — „ნება მომეცით მოგიყვეთ, რა გააკეთა ღმერთმა ჯონ და მერი სმიტების ცხოვრებაში ღმერთის სიტყვის ერთგული ქადაგების მეშვეობით.

3) თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე სარწმუნო პასუხი არის თეოლოგიური საფუძველი, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილში წარმოდგენილ რეალობას იმის შესახებ, ვინ არის ღმერთი, რას აკეთებს ის, როგორ მოქმედებს მისი სიტყვა და მისი განზრახვის შესაბამისად, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ქადაგებამ.

არასათანადოდ დაფასებული თვისება

ჩვენ სამართლიანად ვაღიარებთ წმინდა წერილის ავტორიტეტს, სანდოობას და საკმარისობას, თუმცა წმინდა წერილის არასათანადოდ დაფასებული თვისება არის მისი ეფექტურობა. ეფექტურობა ნიშნავს ქმედითობას, უნარს შეასრულოს ის, რაც იყო განზრახული.

ალბათ წმინდა წერილის ეფექტურობის ყველაზე მკაფიო განსაზღვრება მოცემულია ესაიას 55:10–11-ში:

„რადგან, როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და უკან აღარ ბრუნდება, თუ არ მორწყა მიწა, თუ არ აშობინა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური მჭამელს. ასევეა ჩემი სიტყვაც, რომელიც გამოდის ჩემი ბაგეებიდან - ის უკან არ მიბრუნდება უნაყოფოდ, რადგან იმას აკეთებს, რაც მე მწადია, და იმას აღასრულებს, რისთვისაც მე მივავლენ მას.“

ეს არის ღმერთის სიტყვის ეფექტურობის უძლიერესი გამოვლინება, რაც ყველა ერთგულ მქადაგებელს საკმარისზე მეტ მიზეზს აძლევს იმისთვის, რომ დარწმუნდეს საკუთარი ქადაგების სარგებელში. ამგვარი დარწმუნებულობის გარეშე პასტორი ხშირად დაეჭვდება და კითხვები გაუჩნდება იმასთან დაკავშირებით, რამდენად სასარგებლოა მისი ქადაგება. მაგრამ სრული დარწმუნებულობის შემთხვევაში, პასტორი ყოველთვის შეძლებს რეგულარულად და ერთგულად იქადაგოს ღმერთის სიტყვა.

რა არის ღმერთის სიტყვა და როგორ მოქმედებს ის


დაფიქრდით გამოსახულებებზე, რომლებიც ღმერთის სიტყვას აღწერს. ის შედარებულია მახვილთან (ებრ. 4:12). ის ჰგავს უროს (იერ. 23:29). ეს გამოსახულებები მტკიცე ეფექტურობას გამოხატავს, თუნდაც წვიმის ნაკლებად აგრესიული გამოსახულება (ესაია 55:10) ასევე თესლის გამოსახულება (მარკ. 4:14) მის ეფექტურობაზე მეტყველებს.

დაფიქრდით იმაზე, რისი გაკეთება შეუძლია ღმერთის სიტყვას:

  • ის წარმოშობს რწმენას -- რწმენა - მოსმენისაგან, ხოლო მოსმენა - ქრისტეს სიტყვისაგან.“ (რომ. 10:17)

  • ის ახალ სულიერ სიცოცხლეს გვანიჭებს -- „როგორც ხელახლად შობილებმა არა ხრწნადი თესლისაგან, არამედ უხრწნელისაგან, ღმერთის ცოცხალი და მარადმყოფი სიტყვის მიერ.“ (1 პეტრე 1:23)

  • ის გვეხმარება სულიერ ზრდაში -- „როგორც ახალშობილმა ჩვილებმა, ისურვეთ უმწიკვლო სულიერი რძე, რათა ამით გაიზარდოთ ხსნისათვის.“ (1 პეტრე 2:2)

  • ის გვწმენდს -- განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება.“ (იოანე 17:17)

  • ის იკვლევს და ამხილებს -- „რადგან ცოცხალია ღმერთის სიტყვა და მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სამშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფამდე, და განიკითხავს გულის აზრებსა და ზრახვებს.“ (ებრ. 4:12)

  • ის ათავისუფლებს. -- თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები იქნებით, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ (იოანე 8:31–32)

  • ის ახალისებს და განაახლებს -- გამაცოცხლე შენი სიტყვისამებრ!“ (ფსალმ. 118:25)

  • ის აცოცხლებს ჩვენს სულს და ახარებს ჩვენს გულს.რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს განამტკიცებს . . . მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ.“ (ფსალმ. 18:7-9).

ბიბლია ამბობს, რომ ღმერთის სიტყვა ამ ყველაფერს მოიმოქმედებს ჩვენს ცხოვრებაში! და უფრო მეტსაც! ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ დავითი ამბობს:

ნეტარია კაცი რომელიც არ მისდევს უღმრთოთა რჩევა, არ დგას ცოდვილთა გზაზე, არ ზის ავყიათა საკრებულოში, არამედ უფლის რჯულია მისი სიამე და მის რჯულზე ფიქრობს იგი დღედაღამ. და იქნება იგიწყლის ნაკადებთან დანერგილ ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს და ფოთოლი მისი არ ჭკნება, დაყოველი მისი საქმე წარმატებულია“ (ფსალმ. 1:1–3).

საოცარია, რომ ღმერთმა სწორედ ქადაგება დაადგინა უპირველეს საშუალებად იმისა, რომ მისი ძლევამოსილი სიტყვა ეფექტურად მიაწოდოს ადამიანებს. (2 ტიმ. 4:2)

რა დევს სასწორზე


ჩვენს ქადაგებაში ბევრი რამ დევს სასწორზე. სასწორზე დევს ადამიანთა სიცოცხლე. ადამიანები დაკარგულნი და ღმერთისგან გაუცხოებულნი არიან. მათ სასწრაფოდ სჭირდებათ ქრისტეს დამხსნელი სიტყვის მოსმენა. სასწორზე დევს ქრისტეს ეკლესიის სიჯანსაღე. ღმერთის ხალხს აუცილებლად სჭირდება შეგონება და გამხნევება ღმერთის სიტყვის მეშვეობით. როდესაც ღმერთმა უთხრა ეზეკიელს: „თუ გაცოცხლდებიან ესძვლები“ ამის იმედი თითქმის არ არსებობდა, მაგრამ ღმერთმა უთხრა, რომ ექადაგა და შედეგი საოცარი იყო. (წაიკითხეთ ეს საოცარი მონაკვეთი ეზეკიელის 37:1–14. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბოლო ფრაზას).


განსაკუთრებით გამამხნევებელი სიტყვები მოცემულია მეორე რჯულში. აღსანიშნავია, რომ ამ სიტყვებს ხშირად იმეორებს თავად იესო ქრისტე: „არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.“ (მეორე რჯული 8:3; მათე 4:4). არ გამოგრჩეთ ეს. ადამიანი ცოცხლობს ღმერთის სიტყვით!

სწორედ ამიტომ ღმერთმა ქადაგებისკენ მოგვიწოდა. ბუნებრივია, სულიერად


სწორედ ამიტომ ღმერთმა ქადაგებისკენ მოგვიწოდა. ცხადია, სულიერად აღუდგენელი ადამიანი ცოცხლდება ღმერთის სიტყვის მეშვეობით. ღმერთის სიტყვის მიერ გამოცოცხლების შემდეგ, მისი სიტყვა კვლავაც ეხმარება და კვებავს განახლებულ ადამიანს. პეტრე ძალიან კარგად გადმოსცემს ამას. სულიწმიდის მიერ შთაგონების საოცარ მომენტში მან წარმოთქვა ჭეშმარიტება: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები.“ (იოანე 6:68).

ძვირფასო მქადაგებელო, ღმერთი დაგპირდათ, რომ სუსტი და მოწყვლადი ქმნილებების, ჩვენი მეშვეობით ბევრ რამეს შეასრულებს. ეს მან თქვა. ეს მისი დაპირებაა. ირწმუნეთ ღმერთის სიტყვა. ღმერთის სიტყვის ერთგულ ქადაგებას ბევრის გაკეთება შეუძლია. ამრიგად, განმტკიცდი, ძმაო. გააკეთე შენი საქმე და შემდეგ ღმერთის სიტყვა თავის საქმეს გააკეთებს - იმ საქმეს რომელიც ყოვლისშემძლე ღმერთის დაპირების შესაბამისად შესრულდება!


ეს სტატია თარგმნილია ინგლისურ სტატიიდან „დიახ, ქადაგება ნამდვილად ცვლის ადამიანებს“ და გამოყენებულია 9Marks Ministries-ის ნებართვით.




6 views0 comments