30 ᲞᲠᲐᲥᲢᲘᲙᲣᲚᲘ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐ ᲞᲐᲡᲢᲝᲠᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ ᲣᲧᲕᲐᲠᲓᲔᲗ ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠᲘ ᲪᲝᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲝᲯᲐᲮᲔᲑᲘ


პასტორალური მსახურების მოთხოვნები შესაძლოა რთული იყოს პასტორის ცოლისა და ოჯახისთვის. პატსორი არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის უგულებელყოფის ცდუნების წინაშე დგას, არამედ შეიძლება არც კი ჰქონდეს კარგი, შემოქმედებითი, აზრიანი იდეები, როგორ უყვარდეს და ემსახუროს თავის ოჯახს.


პასტორო, ჩვენ ვერ ჩამოგაშორებთ ოჯახის უგულებელყოფის ცდუნებას, მხოლოდ ის შეგვიძლია, შეგაგონოთ გაექცე ამ ცდუნებას — ქრისტემ არ უარგყოთ, ხომ ასეა?! მაგრამ ალბათ შეგვიძლია დაგეხმაროთ და რამდ


ენიმე პრაქტიკული იდეა მოგაწოდოთ, რომელიც დაგეხმარებათ და მოტივაციას მოგანიჭებთ, რომ გიყვარდეთ და უფრო ეფექტურად ემსახუროთ თქვენს ოჯახს და შვილებს. აი ისინიც:


თქვენს ოჯახთან დაკავშირებით...

  1. გამოიჩინეთ ინიციატივა და ჩამოაყალიბეთ გეგმა საოჯახო განდიდებისთვის. შემდეგ მიყევით ამ გეგმას! (დონ უითნი მოგვიწოდებს „ხანმოკლე, რეგულარული და მოქნილი“ საოჯახო განდიდებისკენ.)

  2. დაბრუნდით შინ ზუსტად დაპირებულ დროს და მზად იყავით ემსახუროთ თქვენს ოჯახს. ნუ დაელოდებით, რომ ოჯახი მოგემსახურებათ.

  3. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენი შვილების აღზრდასა და დისციპლინაზე — ეს არ უნდა იყოს მხოლოდ თქვენი ცოლის მოვალეობა.

  4. გაუზიარეთ ცოლ-შვილს კარგი ის ამბები, რომლებიც ეკლესიაში ხდება და შემდეგ მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, მათი დახმარებით ეს შესაძლებელი გახდა.

  5. გამოიყენეთ დასვენების დრო. დაისვენეთ ნათესავების გარეშე. წაიყვანეთ მხოლოდ ცოლი და შვილები.

  6. მოიწყეთ ორკვირიანი დასვენება.

  7. გულმოდგინედ დაიცავით დასვენების დღეები.

  8. არსებობს მომენტები, როცა გიწევთ არჩევანის გაკეთება, იყოთ კარგი მამა/ქმარი ან კარგი პასტორი. კარგი პასტორი ირჩევს იყოს კარგი მამა/ქმარი. თქვენს ცოლთან დაკავშირებით...

  9. ადექით ადრე, რომ გქონდეთ თქვენი პირადი დრო უფალთან იმისთვის, რომ დილით წაიყვანოთ ბავშვები სკოლაში და თქვენს ცოლს ჰქონდეს თავისი პირადი დრო უფალთან.

  10. აჩუქეთ ყვავილები და ხელით დაწერილი ბარათი მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდება.

  11. ხშირად დაგეგმეთ პაემანი და იზრუნეთ ლოგისტიკაზე — ანუ მოაგვარეთ ძიძის საკითხი, წინასწარი ჯავშანი და გეგმა.

  12. იცოდეთ რომელია მისი საყვარელი რესტორანი, კერძი, ყვავილები, ნაყინი და ფილმი.

  13. დაგეგმეთ ყოველკვირეული დრო, როცა დაიტოვებთ ბავშვებს და თქვენი მეუღლე გააკეთებს იმას, რაც თავად სურს — არა საოჯახო საქმეებს. როცა შესაძლებელია, მიეცით საშუალება მთელი დღე დაისვენოს ბავშვებისგან.

  14. მეუღლესთან ერთად გადაწყვიტეთ რამდენი საღამო არ იქნებით სახლში და შეასრულეთ მიღებული შეთანხმება.

  15. კვირაობით ცოტა ხნით ადრე გამოდით სახლიდან იმისთვის, რომ ცოლს საყვარელი ყავა უყიდოთ.

  16. დაპატიჟეთ ცოლი რომანტიულ ვახშამზე. ჰკითხეთ რომელ საკითხებში სურს, რომ უკეთესი გახდეთ.

  17. წაიყვანეთ ცოლი გამამხნევებელ კონფერენციაზე.

  18. რეგულარულად დაგეგმეთ ქალაქგარეთ მოგზაურობა მხოლოდ თქვენთვის და მეუღლისთვის. ამ დროს დაგეგმეთ დრო იმისთვის, რომ ჩაწეროთ იმ მადლის ყოველგვარი გამოვლინება, რომელსაც ერთმანეთის ცხოვრებაში ხედავთ და გაუზიარეთ ერთმანეთს. მოგვიანებით ჩაწერეთ თქვენი იმედი, რა თვალსაზრისით გსურთ გაიზარდოთ როგორც მეუღლე და მამა მომავალი წლის მანძილზე (ცოლმაც იგივე უნდა გააკეთოს) და შემდეგ გაუზიარეთ ერთმანეთს.

  19. პატივისცემა გამოხატეთ და იკითხეთ მისი აზრი ეკლესიურ საკითხებთან დაკავშირებით.

  20. დიდხანს ისეირნეთ ერთად. თქვენს შვილებთან დაკავშირებით...

  21. სპეციალურად დაგეგმეთ ცალკე დრო ყოველ შვილთან ერთად. ითამაშეთ, წაიკითხეთ ბიბლია და ილოცეთ ერთად.

  22. პაემანზე დაპატიჟეთ თქვენი ქალიშვილები.

  23. დატოვეთ ეკლესია ეკლესიაში და სახლში უბრალოდ მამა იყავით.

  24. სტუმრობისას ან ხანმოკლე მოგზაურობაში თან წაიყვანეთ შვილები.

  25. დაუსვით შვილებს კითხვები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ „მწყემსოთ“ მათი გულები. (*კითხვებისთვის მადლობას ვუხდით ჯასტინ ტეილორს და პასტორ რიკ გამაშს) მაგალითად:

  • საკუთარი სიტყვებით განმარტეთ რა არის სახარება?თუ იცი, რომ გაქვს რაიმე კონკრეტული ცოდვა, რომლის დაძლევაში გჭირდება ჩემი დახმარება?

  • ჩემგან გამხნევება უფრო გესმის თუ კრიტიკა?

  • რა უყვარს მამიკოს ყველაზე მეტად?

  • ეკლესიაშიც იგივენაირად ვიქცევი როგორც სახლში?

  • იცი, რომ მიყვარხარ?

  • რამით თუ შევცოდე შენთან და შემდეგ არ მოვინანიე?

  • თუ გაქვს ჩემთვის რაიმე დაკვირვება?

  • როგორი მამა ვარ?

  • რა გავლენა მოახდინა საკვირაო ქადაგებებმა შენზე?

  • დედასთან ჩემი ურთიერთობის გამო, სამომავლოდ გაგიხარდება დაქორწინება?

  • (გარდა ამისა, უფროს შვილებს ყოველთვის ჰკითხეთ, როგორი ურთიერთობა აქვთ მეგობრებთან და დარწმუნდით, რომ ღმერთი და სახარება არის ამ ურთიერთობის ცენტრში. ყოველთვის შეაქეთ თქვენი შვილების დედა, დააფასეთ ის და გამოხატეთ მის მიმართ სიყვარული.)

26. დაინტერესდით რისი კეთება უყვართ თქვენს შვილებს.

27. წაუკითხეთ წიგნები. უყიდეთ წიგნები რომლებიც მოსწონთ. წაიყვანეთ ბიბლიოთეკაში.

28. იმღერეთ მათთან ერთად.

29. ილოცეთ მათთვის და მათთან ერთად.

30. გამოიჩინეთ სიფრთხილე და ეკლესიაში ყურადღების ცენტრში ნუ მოაქცევთ მათ - ნუ გამოიყენებთ მათ როგორც ილუსტრაციას ყოველ ქადაგებაში!


8 views0 comments