ავღანელი პასტორები ითხოვენ ლოცვას

„გახსოვდეთ პატიმარნი, თითქოს თქვენც მათთან ერთად ყოფილიყოთ შებორკილნი და ტანჯულნი, თითქოს თქვენ თავად იმყოფებოდეთ მათ სხეულში.“ — ებრაელთა 13:3

მაშინ, როცა თალიბანის შეიარაღებულმა ძალებმა მოიცვა ავღანეთი დღეს კი დედაქალაქი - ქაბული, ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყანაში მყოფი პასტორები წერილებს და შეტყობინებებს მიგზავნიან და აღელვებულები ლოცვას მთხოვენ.

მე თავად ავღანეთიდან არც ისე შორს, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში ვარ ეკლესიის პასტორი და ბოლო ათი წლის მანძილზე ამ ადამიანებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მქონდა. საშინაო ეკლესიის ლიდერმა სურათი გამომიგზავნა -- პატარა ოთახი, სადაც ოჯახთან ერთად იმალება. ის წერს: „აქ ვცხოვრობ. ახლა სხვადასხვა ადგილებზე ვიმალებით.“

კიდევ ერთი პასტორი წერს: „ჩვეულებრივად არ შეგვიძლია გარეთ გასვლა. ეს საშიშია. ჩემი ერთ-ერთი მეგობრის სახლში გადავედით, მაგრამ არც აქ ვართ უსაფრთხოდ.“ მინდი ბელცი WORLD MAGAZINE რეპორტიორის ინფორმაციით, პასტორები აცხადებენ, რომ თალიბანი დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ მათი სამიზნე არიან და იპოვიან.

ეს არის მათი კონკრეტული ლოცვითი თხოვნები, რომ თქვენ და თქვენმა ეკლესიამ ილოცოს მათთვის.

1. ᲤᲘᲖᲘᲙᲣᲠᲘ ᲓᲐᲪᲕᲐ ᲓᲐ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ

ერთ-ერთ ძმას ვკითხე ამჟამად ფიზიკური საფრთხე თუ ემუქრებოდა. მან მიპასუხა: „არა მხოლოდ მე, არამედ ჩემს ოჯახსაც...ჩემ გამო.“

ჩვენ უნდა ვილოცოთ, რომ უზენაესმა ღმერთმა ფიზიკურად დაიცვას ჩვენი და-ძმები ავღანეთში. გაბედულად მიუახლოვდით სამყაროს მეფის ტახტს და შეევედრეთ უფალს შეაკავოს ბოროტება და ჩაშალოს ბოროტმოქმედთა გეგმები.

ასევე ილოცეთ ფიზიკური უზრუნველყოფისთვის. ერთმა ძმამ გვთხოვა ვილოცოთ „ფინანსურ საკითხებზე, რადგან შეუძლებელია ბანკიდან ფულის გამოტანა და ბანკომატებიც ცარიელია.“

რამდენიმე ადამიანმა გვთხოვა კონკრეტულად ვიზებისთვის ვილოცოთ, რომ დროულად შეძლონ ქვეყნის დატოვება. კიდევ ერთი დამატებითი ლოცვითი სათხოვარი, ძვირფასო მკითხველო: თუ შეგიძლიათ ვიზის დროულად მიღებაში დახმარება ან თუ იცნობთ ისეთ პიროვნებას, რომელსაც შესაბამისი პოზიცია უკავია და შეუძლია დახმარების გაწევა? ამ შემთხვევაში, გააკეთეთ რაც შეგიძლიათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, გაქვთ წვდომა სამყაროს მეფის ტახტთან და შეგიძლიათ ზეციერ მამას სთხოვოთ უზრუნველყოს მათი საჭიროებები. ილოცეთ ფიზიკური დაცვისთვის და უზრუნველყოფისთვის.

„ღმერთო ჩემო დიდებისა, ნუ დადუმდები. რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით. სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან. — ფსალმუნი 108:1-3

2. ᲡᲣᲚᲘᲔᲠᲘ ᲣᲖᲠᲣᲜᲕᲔᲚᲧᲝᲤᲐ


ეკლესიის ყველა ლიდერმა რომელმაც წერილი ან შეტყობინება მომწერა, მთხოვა რომ ვილოცოთ უფალმა ისინი რწმენაში განამტკიცოს, რომ „განმტკიცდნენ უფალში, რომელიც უზენაესი მეფეა“ — როგორც ერთ-ერთმა მათგანმა თქვა.

„ილოცეთ ჩემთვის, რომ რწმენაში ძლიერი ვიყო. ნამდვილად ძალიან რთულია აქ ყოფნა“ — ამბობს მეორე.

თუ ამას კითხულობთ, შეგიძლიათ სთხოვოთ ღმერთს დაიცვას და განამტკიცოს ჩვენი დების და ძმების რწმენა ავღანეთის ეკლესიაში. მათ არ იციან რა მოხდება დღეს — და მითუმეტეს ხვალ, მაგრამ შეუძლიათ დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ ჩვენი ღმერთი უზრუნველყოფს მათ ყოველგვარ საჭიროებას მისი დიდების სიუხვით ქრისტე იესოში (ფილიპელთა 4:19).

ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში. — რომ. 15:13
მთელი ძალით გაძლიერდით მისი დიდების სიმტკიცისამებრ ყოველგვარ მოთმინებასა და სულგრძელებაში, სიხარულით.... — კოლ. 1:11ა

3. ᲡᲐᲮᲐᲠᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲕᲠᲪᲔᲚᲔᲑᲐ

ერთ-ერთი ძმის თქმით ეს არის „ბნელი“ დღეები და ისეთი გრძნობა აქვთ თითქოს „ქარიშხალი“ დაატყდათ თავს. ის გვთხოვს, რომ ვილოცოთ „გამოღვიძებისთვის“. როგორი რწმენაა! ეს ადამიანი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, გვთხოვს ჩვენ, ვინც ვტკბებით სხვადასხვა პრივილეგიებით და თავისუფლებებით, ვილოცოთ რომ ღმერთმა აახილოს სულიერი ბრმების თვალი და მკვდარ გულებს სიცოცხლე მიანიჭოს.

ღმერთს ხომ შეუძლია გავლენა მოახდინოს ამ საშინელ გარემოებებზე და თავისი სახელი განადიდოს? მაშინ როდესაც ჩვენი ავღანელი დები და ძმები საშინელ გაურკვევლობაში იმყოფებიან, ჩვენ უნდა დავემსგავსოთ საქმეების 12 თავის მორწმუნეებს, რომლებიც თავად განიცდიდნენ სერიოზულ დევნას და საფრთხეს, მიუხედავად ამისა, განუწყვეტლივ მხურვალედ ლოცულობდნენ ღმერთის წინაშე.

და ბოლოს, ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უფლის სიტყვა გავრცელდეს და იდიდოს ისე, როგორც თქვენს შორის არის ეს, და რომ გადავრჩეთ უწესო და ბოროტი ადამიანებისგან, რადგან ყველაში არ არის რწმენა. — 2 თესალონიკელთა 3:1-2
მე ვარ უფალი, ღმერთი ყოველი ხორციელისა; განა რაიმე არის ჩემთვის შეუძლებელი?” — იერემია 32:27

„ᲩᲕᲔᲜᲘ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ, ᲐᲠᲐᲛᲔᲓ ᲘᲔᲡᲝ“

გასულ კვირას აშშ-ის მისიების სააგენტოებმა საკუთარი თანამშრომლები გაიწვიეს. წილად მხვდა პატივი სიტყვით მემსახურა ზოგიერთი მათგანისთვის მაშინ, როცა საკუთარ მწუხარებასა და დაბნეულობას უმკლავდებოდნენ. მიხარია, რომ გაღწევა შეძლეს. ილოცეთ მათთვის და ასევე მათთვისაც ვინც დარჩენა არჩია.

განსაკუთრებით ილოცეთ ავღანელი ხალხისთვის, რომელსაც წასასვლელი არსად აქვს, როგორც ერთ-ერთი ძმა, რომელიც თავისი რწმენის გამო უკვე მოხვდა ციხეში. მან არაერთხელ მითხრა: „ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ უფალი ძლიერია და თავის შვილებზე იზრუნებს.“ და: „ჩვენი იმედი არ ემყარება პოლიტიკას, არამედ იესოს რადგან ის მეფეა.“

ეს არ არის გაქცევის მცდელობა. ეს არის ბიბლიური რწმენა, როდესაც ყოველგვარი ამქვეყნიური პერსპექტივა სრულებით უიმედოა. ნუთუ არ იცით, რომ ასეთი რწმენა განადიდებს და ახარებს ჩვენს ზეციურ მამას?

მაშინ როცა ეს დღეები ბნელი და ტრაგიკულია, გახსოვდეთ, რომ ღმერთი თავის ტახტზეა ზეცაში. ის აკონტროლებს ამქვეყნიურ მმართველებს. ის გვპირდება, რომ ერები მისი ძის მემკვიდრეობაა და დედამიწის კიდეები მისი საკუთრება — ფს. 2:4, 8.


7 views0 comments